четверг, 13 ноября 2008 г.

ვისწავლოთ დაკვირვება


პროექტის აღწერა:






1. პროექტის სახელი: 'ვისწავლოთ დაკვირვება';
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეთა მიერ გარე სამყაროზე დაკვირვება და შესწავლა;
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დააკვირდებიან გარე სამყაროს, სხვადასხვა ქვეყნების თავისებურებებს და საერთოდ ყველაფერს რასთანაც აქვს შეხება ადამიანს, მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტით და ასევე უშუალოდ ბუნებაზე დაკვირვებით, იპოვიან მსგავსებებს და განსხვავებებს, ამ ყველაფერს ჩაიხატავენ, მოაწყობენ გამოფენას, როგორც სკოლაში, ასევე სლაიდშოუს განათავსებენ ინტერნეტში და გაუზიარებენ სხვებს თავიანთ აღმოჩენებს;
4.მოსწავლეთა კლასები/ასაკი: 9–14 წლამდე, მე–4, 5, 6, 7, 8 კლასები;
5.ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებებით მასალის მოძიება, დაკვირვება, აღმოჩენილი მსგავსებების და განსხვავებების დახატვა, გამოფენის მოწყობა;
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: დაკვირვების უნარის განვითარება მოსწავლეებში, საერთო ცოდნის გაფართოება სხვადასხვა საგნებში, შერსაძლოა საკუთარი ვებ–გვერდის შექმნა და ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
8. სარგებელი სხვებისთვის: აღმოჩენილი განსხვავებებით ისარგებლებენ სხვებიც, დაინახავენ იმას, რაც თვალწინ ჰქონდათ და ადრე ვერ ამჩნევდნენ, უფრო დაკვირვებულები გახდებიან, გაიფართოვებენ ცოდნას;
9.სამუშაო ენა: ქართული;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბოტანიკაში, ზოოლოგიაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ასტრონომიაში, მხატვრობაში, საერთოდ ხელოვნებაში;
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოვიწვევთ ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სხვა სკოლის მოსწავლეებსაც;
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო ბიწაძე;
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nbitsadze@gmail.com;
14.პროექტის ფორუმი: "ვისწავლოთ დაკვირვება"
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://naxati.blogspot.com/